logo
ENG



ზელენსკის თქმით, აუცილებელია უკრაინაში სრულფასოვანი ხვნა-თესვის სამუშაობის დაწყება

11 მარ 202218:21
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/11/a0a7f22dfo308lz.png

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, აუცილებელია სრულფასოვანი ხვნა-თესვის სამუშაობის დაწყება.

ზელენსკის თქმით, ყველაფერი უნდა გააკეთონ, რათა მიიღონ ის შედეგი, რასაც იმსახურებენ.

"დამისვეს კითხვა, რაც ლოგიკურია, გაზაფხულის დადგომასთან ერთად - რას ვუშვებით ხვნა-თესვის საკითხს?! როგორ დავიწყოთ სამუშაობი, განსაკუთრებით იმ ტერიტორიებზე, რომლებიც დროებით ოკუპირებულია. ჩემი პასუხი ძალიან მარტივია: მთელს ჩვენს მიწაზე, რაც არ უნდა იყოს იქ, ამ გაზაფხულზეც, ისევე როგორც ყოველთვის, უნდა ჩატარდეს სრულფასოვანი ხვნა-თესვის სამუშაოები. რა თქმა უნდა, იმდენად რამდენადაც ეს შესაძლებელი იქნება. ყველაფერი დამოკიდებულია ხალხსა და სიტუაციაზე. რადგან საუბარია სიცოცხლეზე. სიცოცხლე უფრო მნიშვნელოვანია...

იმისათვის, რომ გავიმარჯვოთ, უნდა ყოჩაღად ვიყოთ, უნდა აუცილებლად ვიბრძოლოდ. აუცილებლად არ დავიშუროთ ძალისხმევა. ასეთ მეზობელთან ეს მარტივი არ იქნება, თუმცა არც ჩვენთან იქნება მარტივი", - განაცხადა ზელენსკიმ.


close დახურვა