logo
ENG



ზურაბიშვილი ეროვნულ თანხმობაზე: არავინ იფიქროს, რომ 2 თვეში დავდებთ მიშელის ახალ დოკუმენტს

23 დეკ 202113:04
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რეგიონულ მედიასთან შეხვედრაზე ეროვნული თანხმობის პროცესზე ისაუბრა. მისი თქმით, უნდა, პროცესში მთელი საზოგადოება მაქსიმალურად იყოს ჩართული, ამ მიზნით კი რეგიონებში შეხვედრებს გამართავს.

მისი თქმით, არავინ უნდა იფიქროს, რომ "2 დღეში ან 2 თვეში შარლ მიშელის ახლა დოკუმენტს დადებენ".

"გრძელი, რთული პროცესია, არავინ არ იფიქროს, რომ 2 დღეში და 2 თვეში დავდებთ რაღაცა ახალ მიშელის დოკუმენტს, ეს არ არის ამის მიზანი. მიზანია, გავიგოთ, რა იყო ჩვენი წარსული, რა იყო ამ წარსულში ისეთი რაღაცები, რაც უნდა გამოსწორდეს იმისთვის, რომ ის, რაც მოხდა, არასოდეს განმეორდეს.

ეს რთულია, ეს არის პროცესი, რომელშიც მთლიანად საზოგადოება უნდა იყოს ჩართული, ეს არ არის პროცესი მართული პოლიტიკური პარტიების მიერ და როცა ვამბობთ საზოგადოება, პირველ რიგში რეგიონებიც უნდა იყვნენ ჩართულები იმავე დონეზე და იმისთვის, რომ ეს პროცესის გამჭვირვალეობა იყოს ბოლომდე მიტანილი საზოგადოებამდე, მე ვაპირებ, რომ რეგიონებში გავმართო შეხვედრები", - თქვა ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ ორგანიზებულ დემოკრატიის სამიტზე საქართველოს სახელით წარსდგა და თქვა, რომ პოლარიზაციის და სიძულვილის დაძლევა აუცილებელია და როგორც საქართველოს პრეზიდენტი, ეროვნული მასშტაბით წამოიწყებს საუბარს ისტორიის საერთო აღქმის მისაღწევად.

ამის შემდეგ, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა წინასაახალწლო მიღებაზე პარტიებს "ეროვნული თანხმობის" მიღწევის მისი ხედვა გააცნო.

რამდენიმე დღეა სალომე ზურაბიშვილი მართავს ინდივიდუალურ შეხვედრებს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან. 


close დახურვა