logo
ENG



ზურაბიშვილმა აფრიკაში ვიზიტი ფეისბუკის პოსტის გამო გააუქმა

19 თებ 202022:15
3 წუთის საკითხავი
 
dtf7j7cyd512kbb.jpg

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმადაც, სალომე ზურაბიშვილმა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ვიზიტი გააუქმა. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ვიზიტის გაუქმების მიზეზი ევროსაბჭოში საქართველოს ყოფილი ელჩის მამუკა ღლონტის მიერ ფეისბუქში გამოქვეყნებული პოსტია.

„საქართველოს პრეზიდენტის და მისი დელეგაციის ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ვიზიტის შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალურია და მისი წინასწარ გავრცელება მკაცრად იკრძალება.

განსაკუთრებით აღმაშფოთებელი და დამაფიქრებელია ის, რომ მსგავს ინფორმაციას ცინიკურ კონტექსტში ავრცელებს საქართველოს ყოფილი ელჩი ევროსაბჭოში, რომელმაც შესანიშნავად იცის კონფიდენციალური ინფორმაციის მნიშვნელობა და მასთან მოპყრობის წესები.
ამგვარი განცხადების გამო, საქართველოს პრეზიდენტი და თავდაცვის სამინისტრო, სამშვიდობო მისიების უსაფრთხოების წესების თანახმად, იძულებული გახდნენ მარტში დაგეგმილი ვიზიტი გააუქმონ.

საქართველოს თავდაცვის ძალების უმაღლესი მთავარსარდალი წუხს იმის გამო, რომ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მარტის თვეში დაგეგმილი ვიზიტი და ქართველ ჯარისკაცებთან შეხვედრა ვერ განხორციელდება.​
შეგახსენებთ, რომ გასულ წელს პრეზიდენტი ამავე პერიოდში ესტუმრა ავღანეთში ქართულ სამხედრო მისიას“, - ნათქვამია განცხადებაში.

აქვე გთავაზობთ მამუკა ჟღენტის პოსტს:

„არ ვხუმრობ, „ლიუსტრა“ ვიყო. მოკლედ, ორ ფრანგ კოლეგასთან ერთად ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში და მერე სუდანში მაქვს ჩანიშნული მივლინება მარტის შუა რიცხვებში. ხოდა, უშიშროების იქაურმა სამსახურმა ბანგიდან (დედაქალაქი) ანუ მასპინძელმა მოგვწერა იქნებ აპრილში გადავიტანოთო: ამდენი ქართველი და ფრანგი ამ მარტის თვეში გავრილოვის ღამეს გამოიწვევსო. თურმე, ჩვენი ქაბატო მიდის 10 დღით კაი დიდ დელეგაციასთან ერთად! არა იაროს, თან ისეთ ადგილებში სადაც თავისი გონებამახვილი განცხადებებით დიდ ზაინს ვერ მოიტანს, მაგრამ მაინც აუხსნას კარგად, რომ ქართველია და არა ფრანგი, თვარა......თან 10 დღე აპასნია, კოღოების პერიოდია“, - წერს ჟღენტი.


close დახურვა