logo
ENG



თავის გაბანძებას ხელისუფლების მხრიდან, ხელს არ ვუშლით - დიღმელაშვილი

09 დეკ 201908:02
3 წუთის საკითხავი
 
8dqhoh8kvikh8yh.jpg

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა კენჭისყრა და პარლამენტში დაგეგმილი სხდომები პროტესტის ფონზე ჩაივლის. მოძრაობა „სირცხვილიას" წევრები საპროტესტო აქციებსა და პიკეტირებას აანონსებენ. აქტივისტები პროტესტის სხვადასხვა ფორმას მიმართავენ. თუმცა, რა იქნება კონკრეტულად ამ კვირის მანძილზე, ორგანიზატორები სამოქმედო გეგმაზე მსჯელობენ.

როგორც „ფორმულას“ მოძრაობის წევრმა შოთა დიღმელაშვილმა განუცხადა, მიუხედავად აქციებისა, ისინი საახალწლო კონცერტის ჩატარებას ხელს არ  შეუშლიან.

„11, 12 და 13 დეკემბერს იგეგმება საპროტესტო აქციები. ადამიანებს შეუძლიათ იქ მოვიდნენ. ლოკალური ტიპის პროტესტი იქნება. ბევრი სამოქალაქო აქტორია აქ ჩართული, არასამთავრობოები იქნებიან, რომელთაც კვლევები აქვთ სასამართლოს თემაზე ჩატარებული. კონცერტს აკეთებენ აქ და ხელს არ შევუშვლით, რადგან თავის გაბანძებას ხელისუფლების მხრიდან, ხელს არ ვუშლით“, - განაცხადა დიღმელაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 11 დეკემბერს  საკანონმდებლო ორგანომ  უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კადნდიდატების  20-კაციან სიას უნდა უყარონ კენჭი.  იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები, საზოგადოების ნაწილი და ოპოზიციური პარტიების უმეტესობა თვლის, რომ კანდიდატების უმეტესობა ე.წ. ჩინჩალაძე-მურუსიძის კლანის წევრები არიან და ხელისუფლებას 20-კაციანი სიით სასამართლოს ხელისუფლების მთლიანად მიტაცება სურს.

 


close დახურვა