თავისუფლების ინსტიტუტი სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საჯარო ინფორმაციის დაფარვის გამო უჩივის.
ინსტიტუტი სარჩელს თბილისის საქალაქო სასამართლოში ხვალ, 17 იანვარს შეიტანს.
"თავისუფლების ინსტიტუტს კვლევისთვის აინტერესებს სახელმწიფო შესყიდვებში რეგისტრირებული რუსული კომპანიების ჩამონათვალი, თუმცა სააგენტომ უარი განაცხადა ამ სიის მოწოდებაზე, მიუხედავად ჩვენი არაერთგზის მიმართვისა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ამასთან, ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ თემაზე საქალაქო სასამართლოს წინ ხვალ ბრიფინგს გამართავენ.