logo
ENG



თამთა მიქელაძე ტყის კოდექსზე: სახელმწიფო მხოლოდ დომინანტურ ეკლესიას გამოარჩევს

22 მაი 202017:36
3 წუთის საკითხავი
 

საპატრიარქოსთვის ეკლესია-მონასტრების მიმდებარედ 20 ჰექტარი ტყის ფართობის გადაცემას არასამთავრობო ერგანიზაციები ეხმაურებიან და ამბობენ, რომ ამ გადაწყვეტილებით ხელისუფლება სხვა რელიგიური ორგანიზაციების უფლებებს არღვევს. 

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) გამგეობის წევრი მაკო ღავთაძე აცხადებს, რომ მხოლოდ საპატრიარქოსთვის მინისჭებული პრივილეგიები არაკონსტიტუციურია.

„ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საპატრიარქო პრივილეგიებით სარგებლობს და დღეიდან მას ახლაი საკმაოდ დიდი პრივილეგია დაემატა. ჩვენ არა ერთი წელი ვსაუბრობთ, რომ არსებობს დისკრიმინაცია, ეს პრივილეგიები არ შეიძლება არსებობდეს. ის ნორმა, სადაც ცვლილებები შევიდა, ჩვენ საკონსტიტუციო სასამართლოში ისედაც გასაჩივრებული გვაქვს. ვდაობთ, რომ მხოლოდ მისთვის მინიჭებული პრივილეგიები არაკონსტიტუციურია. რა თქმა უნდა, ამასაც გავასაჩივრებთ უახლოეს მომავალში“, - აცხადებს ღვათაძე.

EMC-ისთანასწორობის პროგრამის დირექტორი თამთა მიქელაძე მიიჩნევს, რომ სახელმწიფო მხოლოდ დომინატურ ეკლესიას გამოარჩევს.

„ძალიან რთული იქნება სახელმწიფომ დაასაბუთოს საჯარო ლეგიტიმური მიზნის არსებობა, რითაც გაამართლებს რელიგიური ორგანიზაციისთვის ამ ტიპის პრივილეგიის მინიჭებას. ამავდროულად, აშკარაა, რომ სახელმწიფო მხოლოდ დომინანტურ ეკლესიას გამოარჩევს და სხვა რელიგიურ ჯგუფებს უთანასწორო მდგომარეობაში ამყოფებს“, - განაცხადა მიქელაძემ. 

79 მომხრე და არცერთი წინააღმდეგი - ტყის კოდექსი, რომელიც საქართველოში არსებული ყველა ეკლესია-მონასტრის მიმდებარე ტყის ფართობის, საპატრიარქოს საკუთრებაში შესაძლო გადაცემას ითვალისწინებს დამტკიცდა. 

კანონის მიხედვით, განსაზღვრული რაოდენობა თითოეული მიწის შემთხვევაში არაუმეტეს 20 ჰექტრისა იქნება.

კანონპროექტს, რომელიც საპატრიარქოსთვის ეკლესია-მონასტრების მიმდებარედ 20 ჰექტარი ტყის ფართობის გადაცემას ითვალისწინებს, სასულიერო პირები დადებითად აფასებენ.


close დახურვა