თბილისში, უწყვეტი პროევროპული პროტესტის 365-ე დღეს მასშტაბური საპროტესტო მსვლელობა იმართება.
პროტესტის მონაწილეები სხვადასხვა ლოკაციებიდან, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსიდან და საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობიდან, პარლამენტისაკენ მიემართებიან.
შეგახსენებთ, რომ დღეს 1 წელი გავიდა, "ოცნების" პრემიერის, ირაკლი კობახიძის განცხადებიდან, რომლის მიხედვითაც ივანიშვილის ხელისუფლებამ ევროინტეგრაციის პროტესტი შეაჩერა.
