თელავის მუნიციპალიტეტში 10 დღით სასაფლაოები იკეტება. როგორც „ფორმულას“ თელავის მერიაში განუცხადეს, გამონაკლისი მხოლოდ მიცვალებულის დაკრძალვის დროს მოხდება.
„კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით თელავის მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არსებული ყველა სასაფლაო 10 დღით დაიკეტება. სასაფლაოს გახნსა, გამონაკლისის სახით, მხოლოდ მიცვალებულის დაკრძალვის მიზნით მოხდება“, - აცხადებენ მერიაში.
შეგახსენებთ, რომ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა მამა ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღდგომა დღეს საფლავზე გასვლაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ თუ მოსახლეობა საფლავებზე არ გავა, ამით არაფერი დაირღვევა.
საქართველოში შექმნილ ვითარებას, ბოლო მონაცემებით ინფიცირებულთა რიცხვი 336-მდე გაიზარდა, აქედან 74 უკვე გამოჯანმრთელდა, ხოლო 3 გარდაიცვალა.
ქვეყანაში 31 მარტიდან საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათი მოქმედებს. კერძოდ კი, მოქალაქეებს 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე გადაადგილება ეკრძალებათ, არ მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, დაკეტილია სხვადასხვა ობიექტი. გარდა ამისა ჩაკეტილია 4 დიდი ქალაქი, მათ შორის თბილისი და გამკაცრებული კარანტინი მოქმედებს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში.