logo
ENG



თეოლოგი: რუსთავის ეპარქიის მღვდელს კორონავირუსი დაუდასტურდა

25 მარ 202016:00
3 წუთის საკითხავი
clock 8022
uv1ehoiur6qq0pg.jpg

თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ აშშ-ში  "ქართულ სამრევლოში" ერთ-ერთ მღვდელს კორონავირუსი დაუდასტურდა.

ტიგინაშვილის განცხადებით, სასულიერო პირი კორონავირუსით დაინფიცირდა საქართველოშიც. 

„ჩრდ. ამერიკის "ქართულ სამრევლოში" ერთ-ერთ მღვდელსა და სტიქაროსანს კორონავირუსი დაუდასტურდა. ასევე, როგორც კულუარულად ირკვევა რუსთავის ეპარქიის ერთ-ერთ მღვდელსაც იგივე ინფექცია დაუდასტურდა, რასაც საპატრიარქო საგულდაგულოდ მალავს. ჯერ სად ხართ (ღმერთმა გვაშოროს) და ასე თუ გაგრძელდა, ისტერიულ ჰეროიზმს აყოლილი ჩვენი სამღვდელობა ახალმოწამეთა დასს ჩამოაყალიბებს, რომელსაც "კორონავირუსით გაბრწინებული წმინდანები" დაერქმევა. საპატრიარქოს უპასუხისმგებლობა პიკს აღწევს!..

ღმერთო დაგვიფარე უგუნურებისა და სიკვდილიანობისაგან!“, - წერს ტიგინაშვილი.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსი ჯანმომ პანდემიად გამოაცხადა. საქართველოში ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ჯერჯერობით ქვეყანაში ვირუსით გარდაცვალების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ამ დროისთვის ვირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 73-ს აღწევს. გამოჯანმრთელებულია 10 პაციენტი. 

ვირუსის მასშტაბების ზრდასთან ერთად, მთვრობამ მიიღო გადაწყვეტილება და ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
ამავდროულად, საპატრიარქო უარს აცხადებს ზიარების წესის ცვლილებაზე და აცხადებს, რომ და წირვა-ლოცვებზე დაცული იქნება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული რეკომენდაციები.

 

გარდა ამისა, ამ დროისთვის დაფიქსირდა კორონავირუსის დაინფიცირების შემთხვევა, როდესაც არაა ცნობილი თუ ვინაა დაინფიცირების წყარო. ამ ფაქტის გამო, მკაცრი კარანტინის ზონად რეჟიმზე გადავიდნენ ბოლნისი და მარნეული.  


close დახურვა