logo
ENG



თურნავა: მოიჯარეები სასოფლო-სამეურნეო მიწას 25%-იანი ფასდაკლებით გამოისყიდიან

10 მაი 202112:58
3 წუთის საკითხავი
 
თურნავა: მოიჯარეები სასოფლო-სამეურნეო მიწას 25%-იანი ფასდაკლებით გამოისყიდიან

ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით მოიჯარეები იმ მიწას, რომელსაც დიდი ხანია ამუშავებენ, 25%-იანი ფასდაკლებით შეიძენენ.

მინისტრის განმარტებით, საუბარია სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებზე. მისივე თქმით, საქართველოში ასეთი 2000-მდე მოიჯარეა.

მოგეხსენებათ, მოიჯარეებს დავრთეთ ნება, ვინც მრავალი წლის მანძილზე ამუშავებს სახელმწიფო მიწებს, პირდაპირი წესით საბაზრო ფასად გამოისყიდონ ეს იჯარით აღებული მიწის ნაკვეთები. ჩვენ ვიმსჯელეთ და იმისთვის, რომ გავზარდოთ სასოფლო-სამეურნეო მიწის ხელმისაწვდომობა და საშუალება მივცეთ მოიჯარეებს, რომ უფრო ეფექტურად გამოიყენონ თავისი უფლება და პირდაპირი წესით შეიძინონ ეს მიწები - გადავწყვიტეთ, რომ ამიერიდან ამის გაკეთება შესაძლებელი იქნება 25%-იანი ფასდაკლებით, ანუ შეფასებული მიწა 100%-იანი ფასიდან 25% იქნება „დისკაუნტი“, რომლითაც ისარგებლებენ მოიჯარეები.

2000-მდე ასეთი მოიჯარე არსებობს საქართველოში, ეს ადამიანები წლებია ამუშავებენ ამ მიწას და ახლა ეს გადაწყვეტილება უფრო ხელმისაწვდომს გახდის მიწის გამოსყიდვის შესაძლებლობებს", - განაცხადა ნათია თურნავამ.


close დახურვა