logo
ENG



თურნავა საზღვრის გახსნაზე - როგორც კი ევროკავშირის სიას ვნახავთ, მუშაობას გავაგრძელებთ

30 ივნ 202014:17
3 წუთის საკითხავი
 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, საზღვრის გახსნასთან დაკავშირებით მედიის კითხვებს უპასუხა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც ევროკავშირი იმ ქვეყნების სიას დაამტკიცებს, რომლებისთვისაც საზღვრები იხსნება, ხელისუფლება საკითხზე მუშაობას გააგრძელებს. მისივე თქმით, გადაწყვეტილების მიღებისას პრიორიტეტი მოქალაქეების კორონავირუსისგან დაცვა იქნება.

„როგორც კი ჩვენ ევროკავშირის სიას ვნახავთ და შიგნით აღმოვჩნდებით, შემდეგ კიდევ გავაგრძელებთ მუშაობას. ეს ჩარტერული იქნება თუ სხვა მიდგომა, როგორ გავაფართოვოთ. არც ერთ ვარიანტში არ იქნებიან ჩვენი მოქალაქეები უყურადღებოდ დარჩენილი, არც აქამდე არიან. კომუნიკაცია იქნება, მაგრამ პირველი პრიორიტეტი კვლავ ჩვენი მოსახლეობის დაცვა იქნება“, - განაცხადა თურნავამ.

BBC-ის ცნობით, ევროკავშირმა იმ ქვეყნების სია გამოაქვეყნა, რომლის მოქალაქეებისთვისაც, პანდემიის მიუხედავად, 1-ელი ივლისიდან საზღვრები გაიხსნება. უსაფრთხო ქვეყნების ჩამონათვალში არის საქართველოც.

ამ დრომდე საქართველოს ოფიციალური პირები ამბობდნენ, რომ რეგულარული საერთაშორისო ფრენები ქვეყანამ  შესაძლოა, ივლისის ბოლომდე არ აღადგინოს.


close დახურვა