"დღესაც ამავე ადგილას კვლავ ევროპული არჩევანის უპირობო ერთგულებამ გაგავაერთიანა. ევროპა ანტიკურ საბერძნეთში ჩასახული დემოკრატიაა. ესაა ტოლერანტობა და მრავალფეროვნება", - ამ სიტყვებით მიმართა თავისუფლების მოედანზე შეკრებილ საზოგაოდებას "ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა. სიტყვით გამოსვლისას მან საქართველოს ისტორია მიმოხილა და კონკრეტული მაგალითებით შეეცადა საქართველოსა და ევროპას შორის კავშირზე ხაზი გაესვა.
"ჩვენ ვართ ევროპელები და ევროპის დიდ ოჯახში ჩვენ ხელცარიელები არ ვბრუნდებით. საქართველო ვეფიხისტყაოსნის ცივილიზაციაა, სადაც უცხოს მიღება ჩვენი იდენტობის ნაწილია. ქრისტიანობა ჩვენში კაბადოკიელმა ნინომ შემოიტანა. საქართველო ხომ ღვინის, და დიდი ალბათობით, ხორბლის სამშობლოცაა, რადგან ევროპამ მაშინ დაგვარქვა გეორგია. სწორედ ჩვენს ქვეყანაში ჩამოვიდა იაზონი ოქროს საწმისის წასაღებად. ჩვენში ლეკვისა ლომისა მაშინვე თანასწორი იყო და ჯერ კიდევ მე-12 საუკუნეში გავამეფეთ ქალი. საქართველოში რუსთაველმა დაარწია ევროპის ცივილიზაციის აკვანი. აქ ჩვენს მიწაზე აღმოცენდა ევროპის მძლავრი რეგიონული ცენტრები, როგორებიცაა იყალთოს და გელათის აკადემია", - აღნიშნა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, ევროპულ სახლში საქართველო ხელცარიელი არ ბრუნდება და ამას მოწმეობს არა მხოლოდ წარსული, არამედ ქართველი ერის, სახელმწიფოსა და ეკლესიის სულისკვეთება.
"შემდგომში ისტორიულმა ქარტეხილებმა მოგვწყვიტა საერთო ოჯახს, მაგრამ ჩვენმა ერმა შეძლო თავისი ევროპული კულტურისა და ფასეულობების შენარჩუნება. მაშინაც კი, როცა იმედიარ იყო, სულხან საბა ევროპისკენ მიისწრაფვოდა. მიისწრაფვოდა, იმიტომ რომ სხვაგვარად არ შეეძლო. სწორედ ამ ქართულმა ბუნებამ დაბადა ევროპული მასშტაბით მოაზროვნე თიანეთში ვაჟა-ფშაველა. ამიტომ, ნურავინ იფიქრებს, რომ ევროპაში ხელცარიელები ვბრუნდებით. ჩვენი სამშობლო ეს ევროპული კულტურაა, თუმცა სახელმწიფო ყოველთვის როდი იყოს ევროპული ტიპის. ახლა დადგა დრო ქართველი ღვინო ევროპული ტიპის სახელმწიფოში ჩავასხათ. საქართველო ევროპაში არა ფორმალურად დაბრუნდეს, არამედ კაშკაშა ადგილი უნდა დაიმკვიდროს. მე ამის მწამს, რადგან ქართველი ხალხი, ეკლესია და სახელმწიფო ამ არჩევანში ერთიანი და მტკიცეა. ევროპული ცივილიზაცია ეფუძნება დემოკრატიას, კანონის უზენაესობას და შემწყარებლობას, რაც ქართულ სულშია. სწორედ ეს ბუნება აქცევს საქართველოს ევროპის ნაწილად. იყო ქართველი ნიშნავს, მღეროდე მრავალჟამიერს, ქმნიდე პოლიფონიას, წერდე ვეფხისტყაოსანს", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.