logo
ENG



იმერეთის გუბერნატორის განცხადებით, ვანის საკარანტინო სივრცედ გამოცხადება არ იგეგმება

09 აპრ 202012:19
3 წუთის საკითხავი
 

იმერეთის გუბერნატორის განცხადებით, ვანის საკარანტინო სივრცედ გამოცხადება არ იგეგმება. ქალაქის შესასვლელში კი საკონტროლო გამშვები პუნქტებია მოწყობილი. გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინატო საბჭომ მიიღო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, ტერიტორიას 24 საათის განმავლობაში გააკონტროლებენ. ადგილზე ასევე მოხდება მოქალაქეთა პირველადი თერმოსკრინინგი. საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საკონტროლო გამშვები პუნქტები ყველა დიდი ქალაქის შესასვლელებშია მოწყობილი. 


close დახურვა