logo
ENG



ინფექციურ საავადმყოფოში მყოფ ჩინეთის ორ მოქალაქეს კორონავირუსი არ დაუდგინდა

08 თებ 202012:22
3 წუთის საკითხავი
 
8dvze3egff9qbkw.jpg

ინფექციურ საავადმყოფოში მყოფ ჩინეთის ორ მოქალაქეს, რომლებიც კლინიკაში გუშინ შეიყვანეს, კორონავირუსი არ დაუდგინდათ. თუკი მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გაუარესდა, საავადმყოფოს ისინი დღის ბოლომდე დატოვებენ. ერთი მათგანი ჩინეთიდან 4 თებერვალს, მეორე კი 29 იანვარს ჩამოვიდა. პაციენტებს ვირუსზე გამოკვლევები ჩაუტარდათ, მათ არ აქვთ პნევმონია, ბიოლოგიური მასალის ანალიზმა კი საშიში ვირუსის არსებობა არ დაადასტურა. კიდევ ერთ ჩინელ მამაკაცს ინფექციურ საავადმყოფოში B ტიპის ვირუსზე მკურნალობენ.

„შემოყვანილ იქნა ორი ჩინეთის მოქალაქის მამაკაცი, მათგან ერთი საქართველოში ჩამოვიდა 4 თებერვალს, ხოლო მეორე 29 იანვარს, ისინი მუშაობენ ახმეტაში. კატეგორიულად გამოირიცხა ახალი კორონავისრუსით ინფექცია“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.


close დახურვა