logo
ENG



ინფექციურში მოთავსებულ ჩინეთის მოქალაქეს კორონავირუსი არ დაუდგინდა

06 თებ 202023:27
3 წუთის საკითხავი
 
zd8p7r1xdzd0q3a.jpg

„ჩინეთიდან ჩამოსულ მამაკაცს B ტიპის ვირუსი დაუდგინდა,“ - ამის შესახებ განცხადებას ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აკეთებს. მისი განცხადებით, მამაკაცი რამდენიმე საათის წინ ინფექციურ საავადმყოფოში შეიყვანეს. ლუგარის ცენტრის გამოკვლევების მიხედვით კი მას B ტიპის ვირუსი დაუდგინდა.

„ლუგარის ცენტრიდან გვაცნობეს, რომ ორივე პაციენტზე რომელიც ამჟამად ინფექციურ საავადმყოფოში რჩება - ახალგაზრდა 30 წლამდე ჩინეთის მოქალაქეზეც და ქართველ ახალგაზრდა ქალზეც ზემოსასუნთქი გზებიდან აღებული მასალის ახალ კორონავირუსზე გამოკვლევით პასუხი არის სარწმუნოდ უარყოფითი. არცერთ მათგანს ახალი კორონავირუსით ინფექცია არ აღენიშნება და ოფიციალურად, ჩინელ ახალგაზრდა მამაკაცს დაუდგინდა B გრიპი“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს ინფექციურ საავადყოფოში ორი პაციენტი შეიყვანეს. ჩინეთის მოქალაქის შემთხვევაში, რომელიც ქვეყანაში ჩინეთიდან ჩამოვიდა ვირუსის ნიშნები უფიქსირდებოდა.


close დახურვა