ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი სასულიერო პირების დღეს გაკეთებულ განმარტებებს გამოეხმაურა. როგორც პეტრე ცაავამ ჟურნალისტებს განუცხადა, სასულიერი პირები არასწორ შეფასებებს აკეთებენ.
"მე ვებრძვი უსამართლობას, უზნეობას და ისინი პატრიარქს აყენებენ შეურაცხყოფას, როდესაც ამას აიგივებენ პატრიარქთან", - აღნიშნა მეუფე პეტრემ.
პატრიარქის ბრძანებით, სინოდის სხდომაზე მეუფე პეტრე მღვდელმთავრობიდან გადააყენეს. სწორედ ამ გადაწყვეტილების შემდეგ ვითარება საპატრიარქოში განსაკუთრებით დაიძაბა. პეტრე ცაავამ საქართველოს პატრიარქს მამათმავალი უწოდა.