logo
ENG



ისრაელში ომის ფონზე აშშ-ის საზღვაო ძალებს ხმელთაშუაზღვის აღმოსავლეთით ჯგუფი გადაჰყავს

08 ოქტ 202322:25
3 წუთის საკითხავი
 
2023/10/08/k0s96988n03hkga.jpg

აშშ-ის თავდაცვის მდივნის ლოიდ ოსტინის თქმით, ისრაელში ომის ფონზე აშშ-ის საზღვაო ძალებს ხმელთაშუაზღვის აღმოსავლეთით დამრტყმელი ჯგუფი გადაჰყავს.

გადამზიდზე ასევე განთავსებულია გამანადგურებელი მართვადი რაკეტები და კრეისერები, რომლებიც საზღვაო ძალების კიდევ ორი კლასის ხომალდია.

კვირის დასაწყისში გამანადგურებელი Gerald R. Ford-ი იტალიის საზღვაო ძალების ფლოტის შემადგენლობაში იყო, ახლა კი ის ისრაელის ფლოტს დაეხმარება.

მანამდე აშშ-ის პრეზიდენტი ისრაელის პრემიერს ესაუბრა და აშშ-ის მიერ გაწეული დახმარების შესახებ უამბო და უთხრა, რომ ახლა თავდაცვის ძალები გზაში არიან და მომავალ დღეებში კიდევ მეტ დახმარებას მიიღებს.

ჰამასის თავდასხმის შედეგად ისრაელში დაღუპულთა რიცხვმა 600-ს გადააჭარბა

უწყების ცნობით, დაღუპულთა შორის ათობით სამხედრო და პოლიციელია, რომლებიც შეტაკების დროს დაიღუპნენ.

რაც შეეხება დაშავებულთა რაოდენობას, საავადმყოფოებში 2 048 ადამიანია გადაყვანილი, მათ შორის 20 მოქალაქის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

***

გუშინ, 7 ოქტომბერს ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.  

გავრცელებულ შეტყობინებაში, ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ამას ოპერაცია "ალ-აკსას წარღვნა" უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.

ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმები განახორციელეს - მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და "საომარი მდგომარეობის" შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს. 

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამას ომი უწოდა - მისი თქმით, წინ ხანგრძლივი ბრძოლა ელით, თუმცა ისრაელი ომს მოიგებს, ხოლო ჰამასი პასუხს აგებს ამ ქმედებებისთვის.


close დახურვა