საქართველოში იტალიიდან გუშინ სპეცრეისით ჩამოსული 97 მოქალაქე წყალტუბოში, ერთ-ერთ სასტუმროშია განთავსებული. დაავადებათა კონტროლის იმერეთის რეგიონალური ცენტრის ხელმძღვანელის, გოჩა გიორგაძის განცხადებით, ამ ეტაპზე ყველა მათგანი აბსოლუტურად ჯანმრთელია და მათი იზოლირება მხოლოდ პრევენციის მიზნით მოხდა. გიორგაძე განმარტავს, რომ ადგილზე დაცული ყველა ის ნორმა, რომელიც აუცილებელია თვითიზოლაციისთვის. სასტუმროში იმყოფებიან საზოგადოებრივი ჯანდაცვის თანამშრომლები და დღის განმავლობაში მათ ოჯახის ექიმები შეუერთდებიან. თვითიზოლაციაში მყოფ მოქალაქეებს დაურიგდათ საინფორმაციო პოსტერები, სადაც მითითებულია, თუ როგორ უნდა მოიქცნენ იზოლაციის პერიოდში.
იტალიიდან სპეცრეისით ჩამოსული 97 მოქალაქე, თვითიზოლაციაში იმყოფება
11 მარ 202011:34
3 წუთის საკითხავი