logo
ENG



იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ნინო ქადაგიძეს უსმენენ

17 მარ 202010:57
3 წუთის საკითხავი
 
w1jy92glg5228fw.jpg

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატს, ნინო ქადაგიძეს უსმენენ.

საკომიტეტო მოსმენის შემდეგ, პლენარულ სხდომაზე, რომელიც სავარაუდოდ, დღეს გაიმართება, ქადაგიძეს კენჭს უყრიან. იმისთვის, რომ ქადაგიძე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე გახდეს, 76 დეპუტატის ხმა სჭირდება.

იუსტიციის არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე, კორონავირუსისგან გამომდინარე, მოსმენის გადადებას ითხოვდა.

იუსტიციის არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი და მესამე სექტორის წამრომადგენლები კი მიიჩნევენ, რომ ქადაგიძე ე.წ. ჩინჩალაძის კლანის წევრია და მისი არჩევით ივანიშვილი საბოლოოდ მიისაკუთრებს სასამართლო ხელისუფლებას.


close დახურვა