საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატს, ნინო ქადაგიძეს მხარი დაუჭირა.
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ ასარჩევად ქადაგიძეს 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება. შესაძლოა, ქადაგიძის არჩევა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე მოხდეს.
იუსტიციის არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე, კორონავირუსისგან გამომდინარე, მოსმენის გადადებას ითხოვდა.
იუსტიციის არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი და მესამე სექტორის წამრომადგენლები კი მიიჩნევენ, რომ ქადაგიძე ე.წ. ჩინჩალაძის კლანის წევრია და მისი არჩევით ივანიშვილი საბოლოოდ მიისაკუთრებს სასამართლო ხელისუფლებას.