logo
ENG



კანის 76-ე კინოფესტივალი - დროება

21 მაი 202320:20
3 წუთის საკითხავი
 

მარტინ სკორსეზე, რობერტ დე ნირო, ლეონარდო დი კაპრიო, პედრო ალმოდოვარი, ჯულიანა მური და კიდევ ბევრი სხვა - ეს იმ კინოლეგენდების ძალიან მცირე ჩამონათვალია, ვინც წელს კანის რიგით 76-ე კინოფესტივალზე ჩავიდნენ. კანის ერთ-ერთ სექციაში შედგა ქართული ფილმის, ელენე ნავერიანის "შაშვი შაშვი მაყვლის" მსოფლიო პრემიერაც. კანიდან ჩვენი კოლეგა და მუვმენტის თანადამფუძნებელი ანანო ბაკურაძე გვერთვება, რომელიც მოგვიყვება როგორ ჩაიარა ქართული ფილმის ჩვენებამ და ზოგადად, როგორ მიმდინარეობს ფესტივალი წელს. თუმცა პირველი კითხვა რაც მას მინდა დავუსვა მარტინ სკორსეზეს დღევანდელ პრესკონფერენციას და ქართველი ჟურნალის კითხვას უკავშირდება, რომელიც უკრაინაში ომს და ამ უდიდესი რეჟისორის პოზიციას გაგვაცნობს.


close დახურვა