წუხანდელმა ღამემ ლენტეხის საკარანტინე ზონაში მშვიდად ჩაიარა. ადგილზე მოქალაქეების თერმოსკრინინგი მიმდინარეობს.
ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფები თვითიზოლაციაში და მეთვალყურეობის ქვეშ არიან.
4 ინფიცირებულ პაციენტს კი დღის განმავლობაში თბილისის კლინიკებში გადმოიყვანენ.