logo
ENG



კობახიძე: არ ვსაუბრობთ შეთანხმებაზე, ვსაუბრობთ პოლარიზაციის ხარისხის შემცირებაზე

27 დეკ 202114:11
3 წუთის საკითხავი
 
კობახიძე: არ ვსაუბრობთ შეთანხმებაზე, ვსაუბრობთ პოლარიზაციის ხარისხის შემცირებაზე

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მზად არიან წვლილი შეიტანონ ყველა წამოწყებაში, რომლის მიზანიც პოლარიზაციის შემცირება იქნება.

"ჩვენ არ ვსაუბრობთ შეთანხმებაზე, ჩვენ ვსაუბრობთ პოლარიზაციის ხარისხის შემცირებაზე. გზა აქეთკენ შეიძლება იყოს სხვადასხვა. მე მგონია, რომ მთავარი გზა, რომელიც მიგვიყვანს პოლარიზაციის ხარისხის შემცირებამდე, ეს არის იმ პოლიტიკური ძალის დასუსტება, რომელიც არის დანაშაულებრივი პოლიტიკური ძალა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს პოლიტიკური ძალა მაქსიმალურად დასუსტდეს. ტენდენცია არის ძალიან კარგი, ხედავთ. ტემპიც არის ძალიან კარგი", - თქვა კობახიძემ.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ ორგანიზებულ დემოკრატიის სამიტზე საქართველოს სახელით წარსდგა და თქვა, რომ პოლარიზაციის და სიძულვილის დაძლევა აუცილებელია და როგორც საქართველოს პრეზიდენტი, ეროვნული მასშტაბით წამოიწყებს საუბარს ისტორიის საერთო აღქმის მისაღწევად.

ამის შემდეგ, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა წინასაახალწლო მიღებაზე პარტიებს "ეროვნული თანხმობის" მიღწევის მისი ხედვა გააცნო.

სალომე ზურაბიშვილმა ინდივიდუალური შეხვედრები დაიწყო როგორც პოლიტიკურ პარტიებთან, ისე სამოქალაქო სექტორთან. 


close დახურვა