logo
ENG



კობახიძე: გუშინ სახელმწიფომ ჰუმანურობა აჩვენა

09 მარ 202317:31
3 წუთის საკითხავი
 
2023/03/09/64bobmb59sew9g1.jpg
ფოტო: ვახო ქარელი/ფორმულა

ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სპეცრაზმელების მიერ მშვიდობიან მომიტინგეებზე ძალადობის არაერთი შემთხვევის მიუხედავად ამტკიცებს, რომ "მათ ჰუმანურობა აჩვენეს".

კობახიძემ ამისთვის მადლობა გადაუხადა.

"ჩვენ ვართ [ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებისგან] აბსოლუტურად განსხვავებული, რაც გამოჩნდა გუშინ და გუშინწინ, როდესაც ჰუმანურობა კიდევ ერთხელ აჩვენა სახელმწიფომ, მათ შორის სამართალდამცავმა სტრუქტურებმა და მათ, რა თქმა უნდა, განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი მოთმინებისა და პროპორციულობის პრინციპის შესაბამისად მოქმედებისთვის", - თქვა მან ბრიფინგზე.

გუშინ, 8 მარტს მიმდინარე მშვიდობიან აქციაზე სპეცრაზმი ძალის გამოყენებითა და ძალადობით აკავებდა აქციის მონაწილეებს. მათ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ჟურნალისტებსაც.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში მოქალაქეებისგან, ჟურნალისტებისგან, არასამთავრობო ორგანიზაციებიდან და სახალხო დამცველის აპარატიდან 22 შეტყობინება შევიდა.

როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან, 7-8 მარტს, აქციის მონაწილეების მიმართ განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.


close დახურვა