ხვალ მეც მაქვს შეხვედრა ევროპარლამენტარებთან, რომლებიც თბილისში არიან. გვექნება ყველა თემაზე საუბარი, ჩვენს ხედვებთან დაკავშირებით, 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებასთან დაკავშირებით. ყველა თემას შევეხებით, მათ შორის, დეოლიგარქიზაციასაც . ჩვენთვის მნიშვნელოვანია მათი მოსაზრებების მოსმენა. გავაცნობთ რეალურ სიტუაციას, მათ შორის მტკიცებულებების დონეზე, თუ ვის შეიძლება მიესადაგოს ოლიგარქის უკრაინული ცნება და ვის - არა.
