logo
ENG



კობახიძე: რადგან სანქციები არ დაგვიწესებია, შესაძლოა შედგეს სავაჭრო ურთიერთობები რუსეთთან

28 აპრ 202211:15
3 წუთის საკითხავი
 
ფოტო: ვახო ქარელი/ფორმულა

ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს უკრაინისთვის სანქციები არ აქვს დაწესებული, რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების ფარგლებში, ნებისმიერი ურთიერთობა შეიძლება შედგეს.

კობახიძე ამ განცხადებით ბიძინა ივანიშვილსა და რუს ოლიგარქს, ვლადიმერ ევტუშენკოვს შორის გავრცელებულ აუდიოჩანაწერს გამოეხმაურა.

 „რაც შეეხება სავაჭრო ურთიერთობებს რუსეთთან და რუსეთის წარმომადგენლებთან, გამომდინარე იქიდან, რომ სანქციები არ აქვს დაწესებული საქართველოს, სავაჭრო ურთიერთობების ფარგლებში, ბუნებრივია შეიძლება შედგეს ნებისმიერი ურთიერთობა“, - განაცხადა კობახიძემ.

25 აპრილს ინტერნეტში გავრცელდა აუდიოჩანაწერები, სადაც, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილსა და რუს სანქცირებულ ოლიგარქს, ვლადიმერ ევტუშენკოვს შორის საუბარი ისმის.

ჩანაწერში, სავარაუდოდ, ევტუშენკოვი ივანიშვილს სთხოვს სანქციების გვერდის ავლით მოქმედებას, თუ მასაც აქვს ამის სურვილი. ისმის სახელები და გვარები - მათ შორის ახსენებენ სანქცირებული რუსი ოლიგარქის კომპანიაში ვიცე-პრეზიდენტის, ალი უზდენოვის ვიზიტს საქართველოში.

ჩანაწერში, სავარაუდოდ ივანიშვილი ევტუშენკოვს ეუბნება, რომ სიტუაცია არცისე სასიხარულოა, "მაგრამ უნდა გავმაგრდეთ". ამაზე პასუხად, სავარაუდოდ ევტუშენკოვი ამბობს, რომ აქვს იდეა და "დავითი ჩამოიტანს".

ფორმულასთან ექსკლუზიური ინტერვიუში ვლადიმერ ევტუშენკოვი, ადასტურებს, რომ მისი კომპანიის ვიცე-პრეზიდენტი ალი უზდენოვი თბილისში ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა.

თვითონ ხიდაშელი კი ამბობს, რომ ალი უზდენოვს ბიზნეს სექტორთან ერთად ხორბლის შემოტანის საკითხზე შეხვდა. იგი ამტკიცებს, რომ ბიძინა ივანიშვილთან და ირაკლი ღარიბაშვილთან "არანაირი შეხვედრა არ გამართულა".

პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ადასტურებს, რომ რუსეთში მცხოვრები ქართველი ბიზნესმენმა, დავით ხიდაშელმა ბიზნესშეთავაზებით მიმართა. ღარიბაშვილი ამბობს, რომ ხიდაშელს ვერ შეხვდა და ბიზნესსექტორთან გადაამისამართა.


close დახურვა