logo
ENG



კობახიძე პენიტენციურის კადრებზე: სამართლებრივად ყველაფერი სათანადოდ წელში გამართულია

15 დეკ 202215:22
3 წუთის საკითხავი
 
კობახიძე პენიტენციურის კადრებზე: სამართლებრივად ყველაფერი სათანადოდ წელში გამართულია

ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ირწმუნება, რომ პენიტენციური სამსახურის მიერ მიხეილ სააკაშვილის კადრების გასაჯაროება "სამართლებრივად სათანადოდ წელში გამართულია".

კობახიძის თქმით, "იუსტიციის სამინისტრო აიძულეს, გაევრცელებინა ვიდეოჩანაწერები, რათა ეპასუხა ფეიკ კამპანიაზე, რომელსაც ნაცმოძრაობა აანონსებს და რომელიც სააკაშვილის ე.წ ნელ სიკვდილს უკავშირდება".

"მესამედ აიძულეს უკვე იუსტიციის სამინისტრო, რომ ვიდეოჩანაწერებით ეპასუხა იმ ფეიკ კამპანიებზე, რომლებიც წარმოებს ამ საკითხის გარშემო. ჯერ იყო ფეიკ კამპანია ე.წ წამებასთან დაკავშირებით, მაშინაც იყო ეს არაერთგვაროვანი გამოხმაურებები, მაგრამ მაშინ იყო ცალმხრივი ფეიკ კამპანია და კადრებმა ყველაფერს ნათელი მოჰფინა. მეორე იყო შიმშილობასთან დაკავშირებით ფეიკ კამპანია, მაშინაც იყო ცალმხრივი კამპანია, მაშინაც მოუწია იუსტიციის სამინისტროს კადრების გასაჯაროება, სადაც ჩანდა, რომ სააკაშვილი არ შიმშილობს. მესამედ წამოვიდა ფეიკ კამპანია, რაც უკავშირდება მიხეილ სააკაშვილის ე.წ ნელ სიკვდილს, რასაც ნაცმოძრაობა დღემდე აანონსებს, ამასაც სჭირდებოდა პასუხი, აქედან გამომდინარე, სამართლებრივად ყველაფერი არის სათანადოდ წელში გამართული.

რაც შეეხება სააკაშვილს, მასზე ლაპარაკს დღესაც არ ვაპირებ. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, ვინ იყო არა პატიმარი, არამედ ხელისუფალი სააკაშვილი. ეს იყო ადამიანი, რომელმაც რუსეთს ჩააბარა ქვეყნის ტერიტორიების 20%, რომელმაც რამდენიმე ასეული ადამიანი შეიწირა მარტო ციხეებში და ბევრად მეტი ციხეებს გარეთ, რომელიც ატერორებდა ბიზნესებს, აყაჩაღებდა ადამიანებს, ეს არის რეალობა და საერთო სურათი, დანარჩენი უწყებების საქმეა, სამართლებრივი პრინციპების, ადამიანის უფლებების საქმეა, რაც საქართველოში არის სათანადოდ დაცული", - თქვა კობახიძემ.

14 დეკემბერს პენიტენციურმა სამსახურმა კლინიკა ვივა მედიდან მიხეილ სააკაშვილის დამონტაჟებული კადრები გაავრცელაკადრების გავრცელებით მანამდე, 13 დეკემბერს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე დაიმუქრა.

გავრცელებული კადრები სხვადასხვა დროსაა გადაღებული და მასში ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილი მძიმე მდგომარეობაშია. ერთ-ერთ ბოლო კადრში, რომელიც 12 დეკემბრით თარიღდება, ნაჩვენებია, რომ სააკაშვილი ყავარჯნის საშუალებით გადაადგილდება. კადრების ქრონოლოგია 8 აგვისტოდან იწყება.

 

 

 


close დახურვა