საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ მმართველი გუნდის წევრების ინიციატივის შესახებ საუბრისას განაცხადა, რომ ახალი კანონით დადგენილი შეზღუდვები 15 ივლისამდე იყოს გაწერილი.
კობახიძის თქმით, შესაძლებელია იდეის დღესვე განხილვა.
„როგორც მოგეხსენებათ, ამ კანონის მიღება სასწრაფო აუცილებლობითაა ნაკარნახევი. როგორც მოგეხსნებათ, ხვალ უკვე უქმდება საგანგებო მდგომარეობა, თუმცა გვჭირდება გარკვეული პერიოდით შეზღუდვების შენარჩუნება. მინდა შემოვიტანო ასეთი ინიციატივა, ის შეზღუდვები, რომლებიც ამ ახალი კანონით დგინდება, იყოს დროებითი, გაწერილი გარდამავალ დებულებებში, მაგალიტად, პირობითად, 15 ივლისამდე. იმედია, 15 ივლისამდე რადიკალურად განხვავებული ვითარება იქნება პანდემიის კუთხითაც, მანამდე საკონსტიტუციო ცვლილებებიც იქნება მიღებული და ამის შემდეგ გარდამავალი დებულებები თავის აქტუალობას დაკარგავს. გთავაზობთ დღესვე განვიხილოთ ეს იდეა“, - აღნიშნა კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ მმართველი გუნდის წევრების ახალი ინიციატივის თანახმად, ახალი ინიციატივით, მმართველ გუნდს ქვეყანაში გადაადგილების აკრძალვა ყოველთვის შეეძლება, არ აქვს მნიშვნელობა იქნება თუ არა გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა.