logo
ENG



კორონავირუსით გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 111-მდე გაიზარდა

23 აპრ 202015:23
3 წუთის საკითხავი
 
cezsx3qb8bg5dw4.jpg

კორონავირუსით განკურნებულთა რაოდენობა 111-ით გაიზარდა. 

ინფორმაციას STOPCOV.GE ავრცელებს.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 420 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული. კარანტინის რეჟიმში 5 223 მოქალაქე იმყოფება სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 584. ვირუსისგან სრულად განიკურნა 111 პაციენტი, 5 კი, გარდაიცვალა.

საგანგებო მდგომარეობა, რაც ქვეყანაში 21 მარტიდან მოქმედებდა, გუშინ კიდევ ერთი თვით, 22 მაისის ჩათვლით გახანგრძლივდა. გარდა ამისა, 31 მარტიდან საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათია გამოცხადებული. მოქალაქეებს გარკვეული შეზღუდვები დაუწესდათ. მათ შორის, ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან, დილის 06:00 საათამდე ტრანსპორტის და ქვეითად მოსიარულეთა გადაადგილება იკრძალება. 15 აპრილიდან 10 დღით დაიკეტა ოთხი დიდი ქალაქიც.

საქართველოში ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ვირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.


close დახურვა