logo
ENG



კორონავირუსის პლაქვენილით მკურნალობა არ აკრძალულა - გამყრელიძე

28 მაი 202008:37
3 წუთის საკითხავი
 

კორონავირუსის პლაქვენილით მკურნალობა არ აკრძალულა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. 

გამყრელიძის განმარტებით, პრეპარატით მკურნალობისას გვერდითი მოქმედება საქართველოში ამ დრომდე არ დაფიქსირებულა, ამიტომ მედიკამენტი მკურნალობიდან ამოღებული არ არის.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ გარკვეული კვლევების საფუძველზე „პლაქვენილით" მკურნალობაზე უარი თქვა, თუმცა ზოგიერთი ქვეყნა მას კვლავ იყენებს.

"საქართველო ჩართული იყო დიდ სოლიდარობის კვლევაში. ეს არის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დაგეგმილი, მრავალ ქვეყანაში ერთდროულად მიმდინარე მულტიცენტრული კვლევა, სადაც 4 ტიპის წამლის ეფექტურობა განიხილება, რომელიც დღეს კოვიდის მკურნალობაში გამოიყენება. ესენია: "რემდესივირი", შემდეგ იყო "პლაქვენილი", კიდევ ორი გახლავთ ანტირეტროვირუსული, ანუ შიდსის საწინააღმდეგო წამალი და იგივე კომბინაციაში "ბეტაინტერფერონი" - 4 ტიპის წამალი. გარკვეული კვლევების საფუძველზე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ამ ეტაპზე, "პლაქვენილზე" თქვა უარი. თუმცა, "პლაქვენილის" კლინიკური კვლევები მიმდინარეობს ძალიან ბევრ ქვეყანაში. საქართველოში ჩვენი კლინიცისტები "პლაქვენილს" იყენებდნენ და გვერდითი მოქმედება "პლაქვენილისა" არ აღნიშნულა", - აღნიშნა გამყრელიძემ. 


close დახურვა