logo
ENG



ლევან რატიანი - ბოლო რამოდენიმე დღეა ახალი შემთხვევა არ მიგვიღია, რაც ძალიან გვახარებს

11 მაი 202013:17
3 წუთის საკითხავი
 

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებული 52 პაციენტია მოთავსებული. ამის შესახებ კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ბოლო 24 საათში კლინიკა 9 გამოჯანმრთელებულმა, კიდევ რამდენიმე პაციენტთან დაკავშირებით კი, ლაბორატორიიდან პასუხს ელოდებიან.

რაც შეეხება რეანიმაციაში მყოფ 3 პაციენტს, რატიანმა აღნიშნა, რომ მათი მდგომარეობა სტაბილურია და არც ერთ მათგანს კოვიდ ინფექცია არ უფიქსირდება.

კოვიდინფიცირებული გვყავს 52 პაციენტი, დინამიკა მკვეთრად არის კლებისკენ. ბოლო 24 საათის განმავლობაში ჩვენი კლინიკიდან გაეწერა 9 გამოჯანმრთელებული პაციენტი. ახალი შემთხვევა ბოლო რამოდენიმე დღეა არ მიგვიღია და ესეც ძალიან გვახარებს. რეანიმაციაში გვყავს სამი პაციენტი, აქედან ერთი სპონტანურ სუნთქვაზეა, ორი გამარტივებულ ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე, დადებითი დინამიკით. ამ პაციენტებთან კოვიდ ინფექცია არ დასტურდება. განყოფილებაში არსებული პაციენტების მდგომარეობა ყველასი სტაბილურია. ველოდებით ტესტირების შედეგებს“, - განაცხადა ლევან რატიანმა. 

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 638 შემთხვევაა დაფიქსირებული.

ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტიდან ამოქმედდა, 22 აპრილს კი, კიდევ ერთი თვით გახანგრძლივდა და 22 მაისის ჩათვლით იქნება ძალაში. გარდა ამისა, 31 მარტიდან საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათიაგამოცხადებული. ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან, დილის 06:00 საათამდე გადაადგილება იკრძალება.

საქართველოში ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ვირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.


close დახურვა