logo
ENG



ლენტეხის მოსახლეობას თერმოსკრინინგი 3 დღის ვადაში გაუკეთდება - რა ვითარებაა ადგილზე

11 აპრ 202020:39
3 წუთის საკითხავი
 
jdkotur1emoby5a.png

ლენტეხის მუნიციპალიტეტი უკვე მეორე დღეა მკაცრ საკარანტინო ზონად გამოცხადდა.

ტერიტორიაზე მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობა დაიშვება, იმ პირობით, რომ ისინი რაიონს კარანტინის დასრულებამდე ვერ დატოვებენ.

უსაფრთხოების ზომების გამკაცრების გადაწყვეტილება ლენტეხში მას შემდეგ მიიღეს, რაც სოფელ მელეში 53 წლის მამაკაცს კოვიდ-19 დაუდგინდა. მასთან ერთად დაინფიცირებულია ოჯახის 4 წევრიც. 

სოფელ მელეში მთელი დღის განმავლობაში უბნებისა და საცხოვრებელი სახლების დეზინფექცია მიმდინარეობდა. გარდა ამისა, ადგილობრივებს თერმოსკრინინგი უტარდებოდა. აღსანიშნავია, რომ შემოწმების დროს ტემპერატურა ორ ადამიანს აღმოაჩნდა, თუმცა მათ ჯერჯერობით აკვირდებიან და ვირუსის სხვა სიმპტომების აღმოჩენის შემთხვევაში ტესტირებას გაუკეთებენ.  

რაც შეეხება წითელ ზონაში მცხოვრებ მოსახლეობას, ისინი გამკაცრებული ზომებით კმაყოფილები არიან და დეზინფექიის ჩატარებას მიესალმებიან. მათივე განცხადებით, საკვები რამდენიმე თვით ადრე, ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო შეიძინეს და შესაბამისად ამ კუთხით პრობლემა არ აქვთ. 

როგორც ლენტეხის გუბერნატორმა არჩილ ჯაფარიძემ აღნიშნა, ლენტეხში თერმოსკრინინგი 5 ათასამდე ადამიანს გაუკეთდება. 

"თერმოსკრინინგი იგეგმება 3 დღეში მთლიანად მუნიციპალიტეტში. 5 ათასამდე ადამიანს გაუკეთდება. შევხვდი მაღაზიების მფლობელებს, გადავეცით ხელთათმანები და პირბადეები. ასევე სამუშაო ჯგუფები გავაკეთეთ, რომლებიც დისტრიბუტორებს მუდმივად აკონტროლებენ", - განაცხადა ჯაფარიძემ.  


close დახურვა