სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ სოციალურ ქსელში ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილის მხრიდან სავარაუდო ძალადობაზე პოსტი გამოაქვეყნა. ლომჯარია წერს, რომ მან უკვე დაიწყო ამ საქმის შესწავლა.
სახალხო დამცველმა დაზარალებულ ქალს მხარდაჭერა გამოუცხადა.
„საქართველოს სახალხო დამცველმა დაიწყო ჩოგბურთელ ბასილაშვილის მხრიდან ყოფილი მეუღლის მიმართ მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით სავარაუდო ძალადობრივი ქმედებების გამოძიების საქმის შესწავლა.
მინდა ჩემი მხარდაჭერა გამოვუცხადო დაზარალებულ ქალს! მოვუწოდებ ყველა შესაბამის სახელმწიფო უწყებას, გააკეთონ მაქსიმუმი, რათა იგი დაცული იყოს როგორც ფიზიკური, ასევე, ფსიქოლოგიური ძალადობისაგან!
მოვუწოდებ მედიასაშუალებებს, თემის მგრძნობელობიდან გამომდინარე, გაშუქებისას მაქსიმალურად დაიცვან შესაბამისი სტანდარტები!“, - წერს ლომჯარია.
შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილი ცოლის ცემის ბრალდებით 22 მაისს დააკავეს.
ბასილაშვილის სასამართლომ 100 000 ლარიიანი გირაო შეუფარდა.