logo
ENG



ლუკაშენკოს მმართველობა უნდა დასრულდეს - თბილისში მცხოვრებმა ბელარუსებმა აქცია გამართეს

11 აგვ 202008:58
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოში მცხოვრებმა ბელარუსის მოქალაქეებმა პარლამენტთან აქცია გამართეს. აქციის მონაწილეების გზავნილი საქართველოს მთავრობისთვის ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების არაღიარება იყო.

დემონსტრანტების თქმით, ალექსანდრ ლუკაშენკოს 26-წლიანი მმართველობა უნდა დასრულდეს, რადგან მათი განმარტებით, პირველი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ყველა არჩევნები გაყალბდა. აქციის მონაწილეები მხარდაჭერას უცხადებენ აქციაზე გამოსულ დაზარალებულ მოქალაქეებს. საქართველოში მცხოვრები ბელარუსის მოქალაქეების თქმით, ლუკაშენკომ ძალას გადაამეტა. 

ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მოსახლეობა გარეთ გამოვიდა. მომიტინგეები ოფიციალური ეგზიტპოლის შედეგებს აპროტესტებდნენ. მოქალაქეებსა და სამათალდამცველებს შორის რამდენჯერმე დაპირისპირება მოხდა. შსს-ს ინფორმაციით, ბელარუსში აქციის დროს 3 ათასი მოქალაქე დააკავეს, 89 ადამიანი დაშავდა, ერთი კი გარდაიცვალა.  

ბელარუსის ცესკოს პირველადი მონაცემებითვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა არჩევნებზე 80.23% მოიპოვა. ლუკაშენკოს მთავარმა ოპონენტმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ 9.9% მოპოვება შეძლო. 


close დახურვა