logo
ENG



ლუკაშენკოს ოპონენტმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ არჩევნებში თავი გამარჯვებულად გამოაცხადა

10 აგვ 202015:10
3 წუთის საკითხავი
 
c3ex6o39wmtd32u.png

ბელარუსის პრეზიდენტობის კანდიდატმა სვეტლანა ტიხანოვსკაიამ გუშინ ჩატარებულ არჩევნებში თავი გამარჯვებულად გამოაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას Meduza.io ავრცელებს.

როგორც ტიხანოვსკაიამ აღნიშნა, მის შტაბს აქვს ხმების დათვლის ალტერნატიული მონაცემები და მისი გუნდი ყველა დარღვევის დამტკიცებას აპირებს.

„ჩვენ არ ვაღიარებთ არჩევნების შედეგებს. მოვუწოდებთ, ყველას, ვინც მიიჩნევს, რომ მისი ხმა მოიპარეს, არ გაჩუმდეს“, - ამბობს ტიხანოვსკაია.

მისივე თქმით, ის მზად არის მოქმედ პრეზიდენტს, ალექსანდრ ლუკაშენკოს შეხვდეს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა არჩევნებზე 80.23% მოიპოვა. არაოფიციალური ეგზიტპოლი განსხვავებულ მონაცემებს ავრცელებს. პარალელური დათვლების მონაცემებით პირველ ადგილს ტიხანოვსკაია იკავებს - 72.1%-ით, ხოლო ლუკაშენკოს 13.7% აქვს. 

ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მოსახლეობა გარეთ გამოვიდა. მომიტინგეები ოფიციალური ეგზიტპოლის შედეგებს აპროტესტებდნენ. მოქალაქეებსა და სამათალდამცველებს შორის რამდენჯერმე დაპირისპირება მოხდა. შსს-ს ინფორმაციითბელარუსში აქციის დროს 3 ათასი მოქალაქე დააკავეს, 89 ადამიანი დაშავდა, ერთი კი გარდაიცვალა


close დახურვა