logo
ENG



მარტის აქციებზე დაკავებული, ლაზარე გრიგორიადისის მამამ უწყვეტი საპროტესტო აქციები დაიწყო

29 მაი 202309:17
3 წუთის საკითხავი
 

მარტის აქციებზე დაკავებული, ლაზარე გრიგორიადისის მამამ უწყვეტი საპროტესტო აქციები დაიწყო.

ბექა გრიგორიადისმა პარლამენტის უკანა შესასვლელთან კარვის გაშლა სცადა, თუმცა სამართალდამცველებმა ამის საშუალება არ მისცეს და კარავი წაართვეს.

ბექა გრიგორიადისმა დახმარების თხოვნით სახალხო დამცველის აპარატს მიმართა, თუმცა უპასუხებს, რომ ომბუდსმენის წარმომადგენლები ადგილზე ვერ მივიდოდნენ. მიზეზად პროტოკოლი დასახელდა.

უწყებაში განაცხადეს, რომ ადგილზე ვერ მივიდოდნენ, თუმცა კარვის წართმევის ვიდეოს შეისწავლიან და მოკვლევას დაიწყებენ.

***

31 მარტს სასამართლომ 21 წლის ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ის 29 მარტს დააკავეს - შსს-ს მტკიცებით, მან 7-9 მარტის აქციებზე პოლიციელებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა.

აქტივისტის წინააღმდეგ ხელისუფლებამ სიძულვილის კამპანია დაიწყო. უკვე ორჯერ ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ "ორიენტაციაარეული" უწოდა.

ადვოკატმა ლიკა ბითაძემ პენიტენციურ დაწესებულებაში ლაზარე გრიგორიადისის მონახულების შემდეგ თქვა, რომ დაკავებისას აქტივისტის უფლებები დაირღვა. ბითაძის თქმით, გრიგორიადისს თავდაპირველად არ მისცეს ადვოკატთან შეხვედრის საშუალება და თმა მისი ნების საწინააღმდეგოდ გადაპარსეს. პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს. 


close დახურვა