logo
ENG



მდინარაძე EU-ს დემარშზე: ფრენებზე უარი დე ფაქტო სანქციები იქნებოდა რუსეთის მიმართ

29 მაი 202321:48
3 წუთის საკითხავი
 
მდინარაძე EU-ს დემარშზე: ფრენებზე უარი დე ფაქტო სანქციები იქნებოდა რუსეთის მიმართ
ფოტო: ვახო ქარელი/ფორმულა

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის გამო ევროკავშირის დემარშსა და ევროკავშირის ელჩს პაველ ჰერჩინსკის ეხმაურება.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, ჰერჩინსკის სიტყვები "შეიცავდა ფაქტობრივ უზუსტობას" და ფრენების აღდგენას საქართველოს ხელისუფლების თანხმობა არ სჭირდებოდა.

"არანაირი თანხმობა, არც პოლიტიკურ, არც ფორმალურ დონეზე ამას არ სჭირდებოდა. თუ საუბარია ტექნიკურ საკითხებზე, რომელიც საჰაერო ნავიგაციამ, აეროპორტების გაერთიანებამ და ა.შ. უნდა გასცეს, ამაზე უარი ამ სუბიექტების მხრიდან იქნებოდა დე ფაქტო სანქციების დაწესება რუსეთის მიმართ. არც დე ფაქტო და არც სხვაგვარ სანქციებს საქართველოს ხელისუფლება არ აწესებს. ეს არის ჩვენი პრინციპული პოზიცია, რადგან ეს დააზიანებს საქართველოს, მის თანამემამულეებს, მოქალაქეებს. ისეთი გადაწყვეტილებების მიღებას, რომელიც აზიანებს ჩვენს მოქალაქეებს, არ ვაპირებთ...

თუ რომელიმე განცხადება ჩვენი მეგობრების მხრიდან ემსგავსება მოთხოვნას სანქციების დაწესების შესახებ, ჩვენი პასუხია პრინციპული, ჩვენ სანქციების დაწესებით არც დე ფაქტო არც სხვამ რეალური სანქციების დაწესებით არ ვაპირებთ ჩვენი მოქალაქეების და ქვეყნის დაზიანებას", - თქვა მდინარაძემ.

დღეს, ევროკავშირის ქვეყნების ელჩებმა ვიცეპრემიერ ლევან დავითაშვილს რუსეთთან ფრენებზე ოფიციალური დემარშით მიმართეს. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ საკითხთან დაკავშირებით მათ შეშფოთება გამოხატეს. 

ჰერჩინსკიმ თქვა, რომ ფრენებთან დაკავშირეით გადაწყვეტილება რუსეთმა მიიღო, თუმცა ეს მოითხოვდა თანხმობას საქართველოს ხელისუფლების მხრიდანაც.


close დახურვა