logo
ENG



მდინარაძე ადასტურებს, რომ პრემიერმინისტრის პოსტზე კობახიძის კანდიდატურა განიხილება

29 იან 202418:43
3 წუთის საკითხავი
 
მდინარაძე ადასტურებს, რომ პრემიერმინისტრის პოსტზე კობახიძის კანდიდატურა განიხილება
ვახო ქარელი/ფორმულა

ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე ადასტურებს, რომ პრემიერმინისტრის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის კანდიდატურა განიხილება.

როგორც მდინარაძემ ჟურნალისტებთან განმარტა, დღეს ღარიბაშვილმა ბრიფინგზე "შეგნებულად" არ ახსენა ირაკლი კობახიძის სახელი და გვარი, რადგან მდინარაძის თქმითვე, "ფორმალობა დასაცავია".

მისი თქმით, პრემიერობის კანდიდატს პარტიის საპატიო თავმჯდომარე პოლიტსაბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს და ამის შემდეგ წარედგინება პარლამენტს.

"რაც შეეხება პრემიერის თანამდებობას, დღეს გავრცელდა ინფორმაცია ირაკლი კობახიძესთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, განიხილება მისი კანდიდატურა, მე ამას დაგიდასტურებთ, ოღონდ უნდა ვთქვათ, ეს იქნება პასუხისმგებლობიანი წინადადება, ბატონმა ირაკლიმაც [ღარიბაშვილმა] შეგნებულად არ ახსენა ირაკლი კობახიძის სახელი და გვარი, იმიტომ, რომ ეს ფორმალობა, რეალურ ასპექტში, რეალურ ცხოვრებაშიც დასაცავია. ეს არის წესი, რომლის მიხედვითაც, წესდების მიხედვით პარტიის საპატიო თავმჯდომარე წარუდგენს პოლიტსაბჭოს დასამტკიცებლად და ამის შემდეგ ხდება კანდიდატი, ამის შემდეგ უკვე წარედგინება პარლამენტს პარტიის თავმჯდომარის ხელის მოწერით. პარლამენტში გაიმართება კომიტეტის სხდომები, შემდეგ მთავრობის შემადგენლობა კანდიდატის ხელმძღვანელობით როგორც ოპოზიციას, ასევე უმრავლესობას და ამის შემდეგ პარლამენტის მიერ მთავრობის შემადგენლობის კენჭისყრა ხდება"- თქვა მდინარაძემ.

დღეს 29 იანვარს გამართულ ბრიფინგზე ირაკლი ღარიბაშვილმა თანამდებობის დატოვების შესახებ განაცხადა.

მანამდე, ტელეკომპანია იმედმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ღარიბაშვილს პრემიერმინისტრის პოსტზე ირაკლი კობახიძე ჩაანაცვლებს.


close დახურვა