logo
ENG



მედიაზე თავდასხმაში ბრალდებულ 5 პირს პატიმრობა შეეფარდა

09 ივლ 202120:52
3 წუთის საკითხავი
 
ფოტო: ვახო ქარელი/ფორმულა

ძალადობრივ კონტრაქციაში მონაწილე, მედიაზე თავდასხმაში ბრალდებულ ხუთ პირს პატიმრობა შეეფარდა. დაკავებულებს ბრალად ედებათ ინტერპრესნიუსის ფოტორეპორტიორზე, TV პირველისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორებზე თავდასხმა. 

ბრალდებულების წინასასამართლო სხდომა 2 სექტემბერს ჩაინიშნა. 

თბილისი პრაიდის კვირეულის ფარგლებში 5 ივლისს ღირსების მარში უნდა გამართულიყო. ჰომოფობიური და ძალადობრივი კონტრაქციის მონაწილეებმა დილიდან დაიწყეს მობილიზება, დაარბიეს მოძრაობა სირცხვილიასა და თბილისი პრაიდის ოფისები. ასევე, ფიზიკურად გაუსწორდნენ 50-ზე მეტ ჟურნალისტს. 

ოფისების დარბევისთვისა და მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმისთვის მხოლოდ 15 ადამიანია დაკავებული. 


close დახურვა