logo
ENG



მელიას თქმით, ხვალ ავლაბრიდან მსვლელობას დაიწყებენ და ორივე სანაპიროს გადაკეტავენ

14 ნოე 202121:09
3 წუთის საკითხავი
clock 1355
მელიას თქმით, ხვალ ავლაბრიდან მსვლელობას დაიწყებენ და ორივე სანაპიროს გადაკეტავენ
ვახო ქარელი/ფორმულა

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელიას ინფორმაციით, ხვალ, 15 ნოემბერს, 14:00 საათზე ავლაბრის მეტროსთან შეიკრიბებიან.

მელიას თქმით, ავლაბრიდან მსვლელობას დაიწყებენ და მარჯვენა და მარცხენა სანაპიროს გადაკეტავენ.

"ძვირფასო ხელისუფლების წარმომადგენლებო, თქვენ ჯერ გაქვთ დრო იმისთვის, რომ გადაარჩინოთ ადამიანი, რომელსაც თქვენ კლავთ, წინააღმდეგ შემთხვევაში საპროტესტო მოძრაობა გახდება უმწვავესი, მაგრამ იქნება არაძალადობრივი, ისეთი, როგორიც ჯერ თქვენ არ გინახავთ", - თქვა მელიამ.

მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის შემთხვევაში კლინიკასთან საპროტესტო აქციები არ გაიმართება.

სააკაშვილი 45-ე დღეა, პროტესტის ნიშნად შიმშილობს. მისი მდგომარეობა მძიმეა. ექიმის თქმით, სააკაშვილს სიარულიც აღარ შეუძლია. ის შიმშილობას შეწყვეტს, თუ სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანენ, თუმცა, ხელისუფლება ამაზე უარს აცხადებს. 

მისი სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით 3 ნოემბრიდან შიმშილობს ელენე ხოშტარია, 13 ნოემბერს დაიწყო შიმშილობა გირჩი-მეტი თავისუფლებას ქუთაისის ოფისის წევრმა, იმედა კლდიაშვილმა, დღეს კი კიდევ 10-მა ოპოზიციონერმა. შიმშილობას იწყებს პაატა ბურჭულაძეც.


close დახურვა