logo
ENG



მეუფე გრიგოლმა საეკლესიო საქმიანობა ჭყონდიდის ეპარქიაში პროტესტის ფონზე დაიწყო

03 ნოე 201919:50
3 წუთის საკითხავი
 
64s6zlen5gypg6g.png

მეუფე გრიგოლმა საეკლესიო საქმიანობა ჭყონდიდის ეპარქიაში პროტესტის ფონზე დაიწყო. მარტვილის ახალ მღვდელმთავარს დღეს პირველი წირვა ჰქონდა, თუმცა ღვთისმსახურების ჩატარება ადგილობრივი სასულიერო პირების გარეშე მოუწია. ეპარქიის მონაზვნებმა დღეს ღიად განაცხადეს, რომ პროტესტის ნიშნად არც სამომავლო რიტუალებს დაესწრებიან.

პარალელურად, მარტვილის ეპარქიაში იმყოფება ყოფილი ჭყონდიდელი მღვდელმთავარიც. პეტრე ცაავა საკუთარ ნივთებს ალაგებს. ის ეპარქიის რეზიდენციაში ბოლო ღამეს გაატარებს.

რაც შეეხება ჭყონდიდის მიტროპოლიტის სტატუსით მეუფე გრიგოლ კაციას პირველი წირვას, ადგილობრივი სასულიერო პირების დიდი ნაწილი ტაძარში არ გამოჩენილა. წირვის დასრულების შემდეგ ახალმა ეპისკოპოსმა ამბიონიდან მრევლს მიმართა.

დღეს მარტვილის ეპარქია ორმა წინამძღოლმა დატოვა. აქედან იღუმენია თამარი იყო დღეს პირველი, რომელიც ეპარქიის დედათა მონასტერს დაემშვიდობა. პროტესტის ნიშნად, ეპარქიის ერთ-ერთი ტაძრის წინამძღვრის სტატუსზე თქვა უარი დღეს ანდრია სარიამაც, რომელიც უახლოეს დღეებში ეპარქიასაც დატოვებს და ყოფილ მღვდელმთავარ პეტრე ცაავას გაჰყვება

თავად მეუფე გრიგოლ კაცია კი ირწმუნება, რომ ეპარქიაში რეორგანიზაციას არ გეგმავს., მათ შორის, არც მის მიმართ კრიტიკულად განწყობილი სასულიერო პირების გაშვებას გეგმავს.

ჭყონდიდის ეპარქიაში ქონების აღწერა დაიწყეს. მცხეთა-თბილისის ეპარქიიდან ჩასული სპეციალური კომისიის წევრები დღეს ყოფილ მმართველს შეხვდნენ. დღის ბოლოს ახალი ჭყონდიდელი ეპისკოპოსი ყოფილს საჯაროდ დაემშვიდობა. 

 


close დახურვა