logo
ENG



მილერი: ღაზაში ცეცხლის შეწყვეტას მხარს არ ვუჭერთ, რადგან ჰამასი ტერაქტებს გააგრძელებს

27 ოქტ 202319:01
3 წუთის საკითხავი
 
2023/10/27/w4jdycpl80l6uq7.jpg

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებით, აშშ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტას მხარს არ უჭერს, რადგან ჰამასი ტერაქტებს გააგრძელებს.

"აშშ [ღაზაში] ცეცხლის შეწყვეტას მხარს არ უჭერს, რადგან ეს საშუალებას მისცემს ჰამასს "დაისვენოს" და ისრაელის წინააღმდეგ ტერორისტული ოპერაციები გააგრძელოს.

ვფიქრობთ, რომ მხარეებმა უნდა განიხილონ ჰუმანიტარული პაუზები, რაც დახმარების შეტანის შესაძლებლობას გააჩენს. ჩვენ ძალიან ბევრი ვიმუშავეთ ღაზის სამხრეთ ნაწილში რაფაჰის სასაზღვრო გამშვები პუნქტის გასახსნელად", - ამბობს მილერი.

7 ოქტომბერს ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.  

გავრცელებულ შეტყობინებაში, ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ამას ოპერაცია "ალ-აკსას წარღვნა" უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.

ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმები განახორციელეს - მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და "საომარი მდგომარეობის" შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს. 

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამას ომი უწოდა - მისი თქმით, წინ ხანგრძლივი ბრძოლა ელით, თუმცა ისრაელი ომს მოიგებს, ხოლო ჰამასი პასუხს აგებს ამ ქმედებებისთვის.


close დახურვა