logo
ENG



მოვუწოდებ მხარეებს, სრულად შეასრულონ რვა მარტის შეთანხმება - კინზინგერი

29 ივნ 202017:25
3 წუთის საკითხავი
 
1q5t3dvptgfos8w.png

კონგრესმენი ადამ კინზინგერი საქართველოს პარლამენტს ულოცავს საარჩევნო სისტემის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილების მიღებას და ამავდროულად, კვლავ მოუწოდებს მხარეებს, სრულად შეასრულონ რვა მარტის შეთანხმება.

„კვლავ მოვუწოდებ ყველა მხარეს, რომ რვა მარტის შეთანხმება სრულად შესრულდეს. ამავდროულად, მადლობას ვუხდი აშშ-ის საელჩოსა და ელჩ დეგნანს გაწეული დიდი შრომისა და მნიშვნელოვანი როლის შესრულებისთვის", - წერს კინზინგერი.

დღეს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო

კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ ევროპულ საქართველოსა და ერთიან ნაციონალურ მოძრაობას - ოპოზიციური პარტიები ცვლილებების მხარდაჭერის წინაპირობად მთავარი არხის თანადამფუძნებლის, გიორგი რურუას, წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლებას ასახელებდნენ. ეს რვა მარტის შეთანხმების ერთ-ერთი ნაწილი იყო.

რურუა დღეს მიმდინარე სასამართლო პროცესზე პატიმრობაში დატოვეს.

აღსანიშნავია, რომ ევროპულმა საქართველომ პირველ მოსმენაზე ცვლილებებს მხარი დაუჭირა იმ მოტივით, რომ ხელისუფლებას კიდევ ერთხელ არ ჩაეგდო ცვლილება და ამავდროულად, დრო მიეცათ რვა მარტის შეთანხმების სრულად შესასრულებლად.

შეგახსენებთ, მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის საკონსტიტუციო ცვლილებებზე შეთანხმება 8 მარტს შედგა. შეთანხმების ერთი ნაწილი საარჩევნო სისტემის ცვლილებებსა და მანდატების 120/30-ზე გადანაწილებას ეხებოდა, ხოლო მეორე პოლიტპატიმრების გათავისუფლებას.

15 მაისს საქართველოს პრეზიდენტმა ოპოზიციური პარტიის წევრები, გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა, თუმცა ამ დრომდე პატიმრობაში რჩება "მთავარი არხის" მეწილე გიორგი რურუა.

 


close დახურვა