logo
ENG



მოზარდის საქმეზე დაკავებული გამომძიებელი აქამდეც მწვალებელი იყო - აქცია ქუთაისში

18 დეკ 201908:20
3 წუთის საკითხავი
 
kowqk8p19k818ho.jpg

საპროტესტო აქცია-პერფორმანსით გამოეხმაურნენ ქუთაისელი აქტივისტები 15 წლის მოზარდის გარდაცვალების ფაქტს. მოძრაობების "რუსეთი ოკუპანტია" და "სირცხვილიას" წევრები, მოქალაქეები და პოლიტიკოსები ცენტრალურ მოედანზე შეიკრიბნენ და ბანერი წარწერით "ამ ცხოვრების დედაც " გაშალეს. აქციის მონაწილეების განცხადებით, სისტემა, რომელიც წლების წინ ჩამოყალიბდა და ყარს, უნდა დაინგრეს. მოგვიანებით მოძრაობა "შეცვალეს" წევრებმა პროტესტის ნიშნად ფრაზა "ამ ცხოვრების დედაც" სხვადასხვა ლოკაციაზეც დაწერეს.

"ვაპროტესტებთ სისტემის ძალადობას. დღეს ჩვენ სისტემა ყველა მოგვკლა. სისტემა რომელიც ყარს, აუცილებლად უნდა დაინგრეს",-აცხადებს გიორგი გველესიანი. 

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის გიგა შუშანიას თქმით კი საქმეზე დაკავებული გამომძიებელზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას მანამდე უნდა აეღო, რადგან არსებობს დადასტურებული ფაქტები, რომ მარინე ჩოლონიაი მწამებელია

"რომ არ დამდგარიყო ეს მძიმე შედეგი, მიმდინარეობდა კამპანია ამ დანაშაულის უარყოფისა, მის ოჯახის გადაბრალების, ტროლების შესევის და ა.შ. მეტიც, ის გამომძიებელი, რომელზეც საუბარია, ევროსასამართლოს გადაწყვეტილების მიხევდით, იყო მწამებელი და შემჩნეული იყო არაადამიანურ მოპყრობაში. მაშინდელ შსს-მინისტრს გახარიას და ახლანდელს გომელაურს, ელემენტარული პასუხისმგებლობა რომ გამოეჩინათ, დღეს ამ ტრაგედიის შემსწრე არ ვიქნებოდით",-აცხადებს გიგა შუშანია.

 


close დახურვა