logo
ENG



მოკითხვა იყო ეს უბრალოდ - ჯაღმაიძე გახარიას საპატრიარქოში სტუმრობაზე

01 ნოე 201917:13
3 წუთის საკითხავი
 
3p9fr1teckz9lej.png

საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსი ანდრია ჯაღმაიძე საპატრიარქოში გიორგი გახარიას სტუმრობაზე ისაუბრა, მისი თქმით პრემიერ-მინისტრის სტუმრობის მიზეზი პატრიარქისადმი მხარდაჭერის გამოცხადება იყო

„ბატონმა გიორგი გახარიამ გააკეთა პატრიარქის მხარდამჭერი განცხადება, არ იყო საქართველოში და რომ ჩამობრძანდა მოინახულა პირადად პატრიარქი და მისი დამოკიდებულება ალბათ განუცხადა. მოკითხვა იყო ეს უბრალოდ და საკუთარი დამოკიდებულების გაცხადება.“-განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

ანდრია ჯაღმაიძე ასევე საპატრიარქოს გადაწყევტილებასაც გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც პატრიარქმა პეტრე ცაავა შიო მღვიმეში გაამწესა.

ანდრია ჯაღმაიძის თქმით პეტრე ცაავას სტატუსი დროებით არის შეჩერებული და ამის გასაჩივრება მხოლოდ სინოდში შეიძლება

დროებით შეჩერებული მღვდელმსახურის სტატუსი, საპატრიარქოს ოქმის წაკითხვისას ეს ჩანდა, ჩანდა რომ ეს არის დროებითი ზომა, ჯერჯერობით ეს ასეა,“- განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

 


close დახურვა