logo
ENG



მონებო! - უმრავლესობის შეხვედრა აქციის ფონზე გაიმართება

09 დეკ 201915:00
3 წუთის საკითხავი
 
f9w2wpatqxi8lze.jpg

 

„მონებო!“, „თქვენი მმართველობა მალე დასრულდება“  - ამ შეძახილებით ხვდებიან "ქართული ოცნების" ოფისში მისულ უმრავლესობის წევრებს მოძრაობა "გაბედეს" აქტივისტები, რომლებიც ამ წუთებში "ოცნების" ოფისთან იმყოფებიან. მმართველი გუნდი საარჩევნო სისტემაზე მორიგი შეხვედრისთვის ემზადება. 

აქცივისტები უმრავლესობის შეხვედრას სპექტაკლს უწოდებენ და მოითხოვენ, რომ სხდომაზე ჟურნალისტები შეუშვან. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. 

 

"არამგონია, რომ რამე შედეგი მოჰყვეს ამ შეხვედრას, მაგრამ დაველოდებით მის დასრულებას. ეს არის მორიგი სპექტაკლი, მაგრამ პირობას ვაძლევთ, რომ მათი დიქტატორული მმართველობა მალე დასრულდება", - აცხადებენ "გაბედეს" წევრები. 

 

 

 


close დახურვა