logo
ENG



მშვილდაძე: დანაშაულის დაფარვაა, რასაც პროკურატურა აკეთებს

30 ოქტ 201921:44
3 წუთის საკითხავი
 
3o90dtcuq1uiajw.jpg

„სირცხვილიას“ ერთ-ერთი ორგანიზატორი, მიშა მშვილდაძე აცხადებს, რომ 20 ივნისის ღამის გამოძიება არასწორად მიმდინარეობს და პროკურატურა ცდილობს, არ აღიაროს ხელისუფლების დაშვებული შეცდომები.

„დანაშაულის დაფარვაა, რასაც პროკურატურა აკეთებს. არ აღიარებენ დაზარალებულად, რადგან ამდენს რომ მიანიჭონ სტატუსი, ნიშნავს, რომ ვიღაცამ შეცდომა დაუშვა. როცა დაზარალებულია ათეულობით ადამიანი, რომელთაგანაც საფრთხე არ მოდის პოლიციელებისკენ, ხომ ნიშნავს, რომ მთელი ოპერაცია მიმდინარეობდა შეცდომებით. ეს ხომ ისეთი შეცდომა არაა, ფეხბურთელი რომ მომენტს ვერ გამოიყენებს, აუნაზღაურებელი ზიანი მიადგათ ადამიანებს, ამას ვერასდროს გამოვასწორებთ“ - განაცხადა მიშა მშვილდაძემ.

მიშა მშვილდაძე „პოლიტიკის ფორმულას“ ეთერში სოფო ზურაბიანის კითხვებს პასუხობს.


close დახურვა