logo
ENG



მცირე ჯგუფებად დაყოფა და სივრცის რეორგანიზაცია - WHO-ს რეკომენდაციები სკოლებისთვის

18 სექ 202015:29
3 წუთის საკითხავი
clock 358
8c6sfvgyhfv38e6.jpg

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ COVID-19-ის პანდემიის პირობებში სკოლებისთვის სახელმძღვანელო პრინციპები შეიმუშავა. შესაბამისი რეკომენდაციები დღეს, 18 სექტემბერს WHO-ს საქართველოს ოფისის წარმომადგენელმა, ვასილი ესენამანოვმა ჟურნალისტებს გაახნო. 

WHO-ს რეკომენდირებული ზომებია:

  • სკოლაში დასწრებისა და შესვლის წესების შემოღება (ტემპერატურის გაზომვა, გარეთ რიგში დადგომა, უსაფრთხო დისტანციის დაცვა);
  • დაჯგუფება: მასწავლებლების და მოსწავლეების მცირე ჯგუფებად დაყოფა, რომლებიც ერთმანეთს არ შეერევიან (ხშირად ეძახიან "ბაბლს", წრეს, კაფსულას);
  • ფიზიკური სივრცის რეორგანიზაცია (სულ მცირე 1-მეტრიანი დისტანცია);
  • შემოსასვლელ-გასასვლელის დადგენა, სავალი მიმართულების მონიშვნა თავშეყრის თავიდან აცილების მიზნით;
  • ხელის დაბანისა და ხელის სადეზინფექციო საშუალებების მოწყობა;
  • ზედაპირებისა და საზიარო ნივთების ხშირი გასუფთავება;
  • ადეკვატური და შესაბამისი ვენტილაციის უზრუნველყოფა;
  • ასაკისთვის შესაბამისი ნიღბის ტარება, როცა დისტანცია ვერ ხერხდება;
  • ნიღბებით უზრუნველყოფა;
  • სიმპტომების სკრინინგი მშობლებისა და მასწავლებლების მიერ;
  • საეჭვო შემთხვევების ტესტირება და იზოლაცია; 
  • რისკის შემთხვევაში სახლში დარჩენის პოლიტიკა.

საქართველოში სასწავლო პროცესი 15 სექტემბერს უნდა დაწყებულიყო, თუმცა საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ვირუსის შემთხვევების მატების გამო, დიდ ქალაქებში სწავლა პირველ ოქტომბრამდე დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა. 


close დახურვა