ისრაელის პრემიერმინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელი არ დაკმაყოფილდება მანამდე, სანამ სრულ გამარჯვებას არ მოიპოვებს.
"ისრაელი არ დაკმაყოფილდება მანამდე, სანამ სრულ გამარჯვებას არ მოიპოვებს. ეს გულისხმობს ტერორისტი ლიდერების ლიკვიდაციას და ჰამასის განადგურებას.
სრული გამარჯვება მოითხოვს ჩვენი მძევლების გათავისუფლებას, ღაზის სექტორის დემილიტარიზაციას და სრული კონტროლის აღდგენას ტერიტორიაზე", - განაცხადა ისრაელის პრემიერმა.
7 ოქტომბერს ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.
გავრცელებულ შეტყობინებაში, ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ამას ოპერაცია "ალ-აკსას წარღვნა" უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.
ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმები განახორციელეს - მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და "საომარი მდგომარეობის" შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს.
ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამას ომი უწოდა - მისი თქმით, წინ ხანგრძლივი ბრძოლა ელით, თუმცა ისრაელი ომს მოიგებს, ხოლო ჰამასი პასუხს აგებს ამ ქმედებებისთვის.