აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, რუსუდან შავიშვილის განცხადებით, ორსულ ქალს, რომელიც კორონავირუსით იყო ინფიცირებული, გუშინ საკეისრო კვეთა ჩაუტარდა.
როგორც შავიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, დედაც და შვილიც ამ დროისთვის თავს კარგად გრძნობენ.
საკეისრო კვეთა თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ჩატარდა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის 45 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, 45 ახალი შემთხვევიდან 23 შემთხვევა აჭარას უკავშირდება, ახალი შემთხვევებიდან 3 ინფიცირებული დონას კლასტერია.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ვირუსის 1729 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან 1321 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 19 კი გარდაიცვალა.